ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს 5-ჯერ ზრდის
წინასწარი კვლევის შედეგებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, უფრო დარწმუნებით იციან, რომ მეორე ბუსტერ-დოზა უსაფრთხოა.
