უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება უქმდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება. გარდა ამისა, სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდება. მათ შორის: ქვეყანაში შემოსვლის წესები გამარტივდება, სოციალური ღონისძიებების ჩატარება დაიშვება და ა.შ