LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია“ – პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 1 პირი დააკავა

192
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაზარალებულს 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეუსრულებია.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები