აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ევექსში“ გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. მათივე თქმით, პაციენტს კვლევები უტარდება.
„შუახნის მამაკაცი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანება თავისა და ხელის არეში აქვს მიღებული. უტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები”. – აღნიშნეს კლინიკა „ევექსში“.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები. ჯერჯერობით უცნობია, დაცული იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები.