რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
“მშფოთვარე დღე გაუთავებელი განგაშის სიგნალებით. რაკეტები პავლოგრადისა და სინელნიკოვის რაიონებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას მოხვდა. სერიოზულადაა დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი და მიწისზედა ხაზები. გაურკვეველია, როდის განვაახლებთ იქ მოძრაობას“, – დაწერა რეზნიჩენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოიღეს, რათა უკრაინული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდება შეეჩერებინათ.