LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ მინისტრს ცეცხლი გაუხსნეს

207
იგორ ნანიევ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრის“ იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს

ინფორმაციას ადგილობრივი მედია, დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე გასულ ღამეს მოხდა.

ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g