LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს.. სინამდვილეში, მიზანია მოხდეს საქართველოს ანექსია“ – თაკო ჩარკვიანი

175
თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს. როგორც ოპოზიციონერ დეპუტატი თაკო ჩარკვიანი განმარტავს, სინამდვილეში აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ანექსიას გულისხმობს.

„ორი დღის წინ დავწერე, რომ საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის უმაღლესი პროპაგანდისტი. სინამდვილეში მაღალჩინოსანი იყო, რომელიც შემოიყვანეს ძალიან ჩუმად. 1% იმედს ვიტოვებდი, რომ შეიძლება რაღაც კარგისთვის იყო შემოსული და ეთქვა ამ ხელისუფლებას, რომ ისეთი რაოდენობის ხალხია გარეთ, რომ უკან გავიწვევთ კანონსო. აღმოჩნდა რა – რუსეთის მიერ უკვე შემოტანილია და უკვე დევს პაკეტი, რომელიც მიაწოდეს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში გაჟღერდება – ეს გახლავთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომლის შემოგდებაც უნდათ საზოგადოებისთვის სატყუარასავით, თითქოს რუსეთი მზადაა, დააბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი. სინამდვილეში რა არის – არ მეგულება ჯანმრთელი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ სისულელეში შეჰყვება ხელისუფლებას. ჩვენი ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. ისმის კითხვა – დაბრუნების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის აღდგენის პირობებში, რუსეთის იურისდიქციის პირობებში მოხდება ეს ყველაფერი, თუ მთლიანი ანექსია ემუქრება საქართველოს? საქართველოში დევს პაკეტი რუსეთის მიერ შემოტანილი, რომელიც შესთავაზეს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ანექსია მოხდეს და ეს შეფუთული იყოს როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების მცდელობა, სინამდვილეში, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის, პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანების პირობებში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოპულარულები