16 დღის წინ, ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ნათია დიაკვნიშვილი შვილს მიმართავს და გამოჩენას სთხოვს. ასევე მოზარდის დედა მოქალაქეებს მიმართავს – მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.
„დე, ნურაფრის გეშინია, გამოჩნდი, მოდი ჩემამდე, დედი, გეხვეწები, უბრალოდ ჩემამდე მოდი და შენი ყველა პრობლემა იქნება გადაჭრილი და განულებული, დე, ოღონდ მოდი ჩემამდე.
მივმართავ საზოგადოებას, ძალიან გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით – ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე.
ძალიან გთხოვთ, ფიზიკურად არ მყოფნის არც ძალა, არც ენერგია, ზღვა რაოდენობის შეტყობინება შემომდის. ალექს, ოღონდ ჩემამდე მოდი, გთხოვ“, – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი ვიდეომიმართვაში.
ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ნომერზე: 555 105 500
მჭირდები დეე… ყველაფერი კარგად იქნება დეე, ისე, როგორც შენ და მე გვინდა 🙌🏽🫂❤️🙏🏽 555 105 500 ნათია – დედა
Posted by ნათია დიაკვნიშვილი on პარასკევი, 31 იანვარი, 2025
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძეს 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდს ამ დრომდე ეძებენ – ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.