რომ ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნესი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 54 წლის ჰიუმ და 67 წლის დებორამ ერთობლივი განცხადების საშუალებით გააჟღერეს. განქორწინებისგან განცდილ სტრესს მსახიობი ბევრი სეირნობითა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გატარებული დროით უმკლავდება.
როგორც ჩანს, ჰიუს უჭირს სახლის საქმეების კეთება, ახლახან მან „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტო გაავრცელა, სადაც ქაფში გახვეული ჭურჭელია აღბეჭდილი.
ბუნებრივია, აღნიშნულმა ფოტომ უამრავი სახალისო კომენტარი გამოიწვია.
„დებორა ხომ არ მოგენატრა?“, „ასეთია მარტოხელა მამაკაცის ხვედერი“, „მამაკაცებო, დააფასეთ ცოლები“, „27 წლის შემდეგ პირველად რეცხავს ჭურჭელს!“