ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნესი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 54 წლის ჰიუმ და 67 წლის დებორამ ერთობლივი განცხადების საშუალებით გააჟღერეს.
„ჩვენი ოჯახი ჩვენს მთავარ პრიორიტეტად მუდამ დარჩება. სამი ათწლეული ჩვენ იდეალური ქორწინება გვქონდა, ახლა კი ჩვენი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავა. დიდი მადლობა, რომ ჩვენს პირად სივრცეს პატივს სცემთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ იანვარში აირია, როცა მათ თავიანთი „ოცნების სახელი“ გაყიდეს.
ცნობისთვის, ჯეკმანისა და ფერნისის ქორწინება ყველაზე მყარ ჰოლივუდურ კავშირად ითვლებოდა, მათ ორი შვილი ჰყავთ.
„ასაკობრივი სხვაობა ძალიან შესამჩნევია“ – ათლეტურმა ჰიუ ჯეკმანმა საყვარელი ქალი ტალღებს გამოსტაცა