ჰიუ ჯეკმანსა და მის ცოლს, დებორა ლი ფერნესს შორის 13 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მათ 30 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. ისინი ხშირად სეირნობენ და ჰემპტონის სანაპიროებითაც ხშირად ტკბებიან.
ამჯერად მათ სუსხიან დილას გადაწყვიტეს ცურვა, უამინდობის გამო ღელვა იყო. პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა 54 წლის ათლეტური ჰიუ საყვარელ ქალბატონს წყლიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. ჯეკმანს ამ დღეს ცისფერი შორტი ეცვა, 67 წლის დებორას კი შავი, პროფესიონალური საცურაო კოსტიუმი.
„ასაკობრივი სხვაობა ძალიან შესამჩნევია“, „ერთად უცნაურად გამოიყურებიან“, – წერენ კომენტარებში.