ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰიუ ჯეკმანი და ბროდვეის მსახიობი, სატონ ფოსტერი წითელ ხალიჩაზე წყვილის რანგში ერთად პირველად გამოჩნდნენ. ისინი ფილმ Song Sung Blue-ის ჰოლივუდურ პრემიერას დაესწრნენ.
ისინი პრემიერაზე ერთმანეთის გვერდით საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ხელჩაკიდებული დადიოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მედიაში ჯეკმანის ექს-მეუღლის, დებორა ლი ფერნისის ვარაუდები გაჟღერდა. 69 წლის დებორა, რომელსაც ჯეკმანთან 27 წლიანი ქორწინება აკავშირებდა, თვლის, რომ მისი ექს-მეუღლისა და მის ახალი რჩეულის ურთიერთობა განწირულია კრახისთვის და ისინი ერთად დიდხანს არ იქნებიან.
როგორც ჩანს, ჯეკმანს ექს-მეუღლის წყევლა ასცდა. წყაროს ცნობით ის სატონთან საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.
„მათ რამდენიმე თვეს ვაძლევ“ – დებორა ლი ფერნისი ჰიუ ჯეკმანისა და მისი ახალი შეყვარებულის შესახებ


