28 ივლისს – ბათუმში – Mono Hall წარმოგიდგენთ – ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ტექნოს დედოფლად აღიარებულ არტისტს ნაპოლიდან – Deborah De Luca.
შეუძლებელია ვისაუბროთ ელექტრონულ მუსიკაზე და არ ვახსენოთ Deborah De Luca. იტალიელი არტისტი, რომელიც თავისი მომნუსხველი მანერებითა და ტექნიკური ნიუანსებით, ყოველთვის აჯადოვებს მსმენელს. Deborah De Luca ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ტექნო მუსიკის სცენაზე და ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებების მუდმივი ჰედლაინერია.
ბევრი მას ნაპოლის დედოფალსაც უწოდებს, მისი ქარიზმატული დაკვრის მანერის გამო, რასაც მსმენელთან ყოველი შეხვედრისას ავლენს. Deborah De Luca პრაქტიკულად ყოველკვირეულად მოგზაურობს კონტინენტიდან კონტინენტზე და უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებებზე და რადიო შოუებში, რითაც დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის მსმენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Deborah De Luca-მ უკვე დატოვა თავისი წარუშლელი კვალი, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
Deborah De Luca-ს უმასპინძლებს, ქართველი არტისტები: Jino Dollini და Guri De Sal.
——
22:00 – კარის გახსნა
23:00 – 02:00 – Jino Dollini
02:00 – 04:00 – Deborah De Luca
04:00 – End – Guri De Sal
ბათუმის – Mono Hall-ის ლაინაფი: