LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა, ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით… ახლა მთელი ჩემი ენერგია მისკენ მაქვს მიმართული… წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი და მჯერა დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით“ – ეკა ბესელია

229
ეკა ბესელია

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს რომ დედამისს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ეკა ბესელია მადლობას უხდის ყველას ვინც ამ რთულ პერიოდში მის გვერდით დგას.

„მე 15 დღე…

დილით ადრე ვნახე დედა, ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით…

სიცხე არ ქონდა, პარამეტრები გაუარესებული არაა და ყოველი შემდეგი დღე გამარჯვებაა… მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც გვეხმარება.

გუშინ ვახტანგ კალოიანმა ინახულა დედა და მადლობელი ვარ ძალიან 💚

მთავარი რაც გვითხრა, რაც კეთდება ყველაფერი საჭიროა და წინ გრძელი (რთული) გზა გვაქვს გასავლელი 

ციხეში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ სქიმ იღუმენია სერაფიმას ნაჩუქარი ფსკვნილი გამომიგზავნა გუშინ, რომ დროებით ჩემთან იყოს 

გიორგის დედა ეკა წერეთელი არ ვიცი უკვე რამდენჯერ მოვიდა 💚

ირაკლი პაპიაშვილის საოცარი დედაც 💚

მარეზი კობახიძე რომ დავინახე არ ვიცი გული მომეწურა… არც ვიცოდი ისე მოგვაკითხა საავადმყოფოში 💚 

ცალკე ისტორიაა სამთავროს მონასტრის თანადგომა 

მეგობრებზე აქ არ ვწერ, ცალკე მოვიცლი ….

ლოცვები ათონიდან საქართველომდე …

ყველაფერს ვერ ვწერ … ეტაპობრივად შევძლებ , მაგრამ მადლიერება არ მტოვებს…

არაფერი იკარგება ამ სამყაროში და მჯერა შევძლებ ყველას გითხრათ მადლობა 💚

ახლა მთელი ჩემი ენერგია დედასკენ მაქვს მიმართული და მას ჭირდება. აქამდე სულ უპირობო სიყვარულით ჩემს გვერდით იდგა…

მჯერა დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით 💚“, – წერს ეკა ბესელია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები