პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობაზე უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს.
„დღეს დილით ჯვრის მონასტრიდან წამოღებული ზეთი რომ წავუსვი, მარჯვენა ფეხის კიდური შეირხა და აამოძრავა … (სწორედ მარჯვენა მხარეს გასკდა ანევრიზმა) ისე გამიხარდა თითქოს წამოდგა… ჯერ ისევ ძილშია, თუმცა მცირე სიპტომები ჩანს… წარმოვიდგინე ალბათ ასე გაუხარდებოდა მე რომ პირველად ფეხზე დავდექი…
მას შემდეგ ფეხზე რომ მყარად ვდგავარ და არ გავჩერებულვარ, სწორედ ამ ლამაზი და ძლიერი ქალის დამსახურებაა 💚🩷
არასოდეს მივუტოვებივართ და არასოდეს საკუთარ სურვილებს არ აყენებდა შვილებზე წინ….
იდეალური დედა როგორიც შეიძლება წარმოიდგინო ასეთი დედაა – უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით აღმართული გალავანი შვილების ირგვლივ…
მე კი სულ მასთან ერთად მოვდივარ და ეს 16 დღე პირველი გამოცდაა ჩვენი – ცალ ცალკე შენობაში რომ ვართ … თუმცა ახლოს ვართ მის ფანჯარასთან…
დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია, მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ უპირობო სიყვარული და ზრუნვა რას ნიშნავს…
დედებს უნდა გავუფრთხილდეთ 💚“, – წერს ეკა ბესელია.
