ოზურგეთში კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, მათ შორის 1 წლის ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის სამივე წევრი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ოზურგეთში ამ დროისთვის, ,კოვიდ 19″-ის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. გურიაში ჯამში 28 პირია ინფიცირებული.
