დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. 7 წლის ლაზარე ადგილობრივებმა ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.
