ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო – არსებული ინფორმაციით, დინებამ მცირეწლოვანი გაიტაცა, დედამ კი მისი გადარჩენა სცადა და დინებამ ქალიც გაიტაცა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მცირეწლოვანის ცხედარი აღმოაჩინეს, დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
