LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემსაც არ ვენდობი, თუ კერძი ჩემ თვალწინ არ მზადდება“ – როგორ მოიშუშა არუნ ხათრიმ ტრავმირებული კისერი

255
არუნ ხათრი

აიურვედას  ექსპერტმა, ინდოელმა არუნ ხათრიმ, რამდენიმე ხნის წინ კისრის ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციის პერიოდი ოჯახის თანადგომით გაიარა. დროდადრო აქვეყნებდა ვიდეოებს, ქართველი ცოლი და შვილები როგორ ზრუნავდნენ მასზე. არუნმა რთული პერიოდი დაძლია. „დაბრუნების“ შემდეგ „სარკე“ მისი მდგომარეობით დაინტერესდა და ინტერვიუ ჩაწერა.

არუნ ხათრი:

ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. სამკურნალო მასაჟები გავიკეთე, ასევე მივმართე ფიზიოთერაპიას. საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ნერვის და ძვლის პრობლემა კი არ მქონდა, კუნთის სპაზმი დამემართა.

ოჯახი მედგა გვერდით, განსაკუთრებით ჩემი მეუღლე, ნინი.  20 დღე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. საერთოდ, ყველაფერი  მკურნალია, საჭმელიც მკურნალია, დროც მკურნალია… 10 დღე არაფერი რომ არ გააკეთო, ორგანიზმი თავად უმკურნალებს საკუთარ თავს…

არუნ ხათრი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ არავის ურჩევს, მზა შეფუთული საჭმლის შეძენას:

საერთოდ, შენ თვალწინ თუ არ დაამზადებენ საჭმელს, ის არ უნდა ჭამო. იმიტომ, რომ რაც მე მჭირდება, ვიცი მხოლოდ მე. დედაჩემსაც არ ვენდობი კერძის მომზადებაში… მაგალითად, დედას ვუთხარი, რომ მომიმზადოს რამე კერძი. მე იმ კერძში ერთი სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს ვასხამ, დედამ კი შეიძლება, 2 ან 3 სუფრის კოვზი ჩაასხას. ცხიმს ბევრს უზამს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

კიდევ კარგია, თუ საკვები მომზადდება კარაქით, ერბოთი ან ზეითუნის ზეთით. სიმინდის და ზეითუნის ზეთი მისაღები არ არის.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g