საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს.
დღეს, თბილისში, 12:00 საათიდან დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელი კოოპერატივები.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.