LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის დღე: კალაძის მაისური წარწერით “აი ია”

438
10

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.  

მერს ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად შერჩეული მაისური ეცვა წარწერით “აი ია”.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი.  კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა საქართველოსა  და  ქართული  ენის  დამცველიდაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა. ბავშვთა ანსამბლმამძლევარიკი სტუმრებისთვისჩემო კარგო ქვეყანადამრავალჟამიერიშეასრულა.  

ამასთან, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ “33“-ს კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს კი თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყობა 3D ინსტალაცია – „ქართული  ხელნაწერები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური კოლექციას წარმოადგენს.

ღონისძიებების ორგანიზატორები არიან  დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g