გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა
კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
საქმეზე თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), დაიწყო. მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძის მეგობარი, ზიზი ტატიშვილი მისი გაცნობის ისტორიას იხსენებს და მას ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„21 წლის წინ სალონში შემოვიდა ლამაზი დედა-შვილი- გოგონა ჟღალი წითური თმებით მომღიმარი სახით და მე მიკითხეს! მაშინ გავიცანი კესუნა- ასე ვეძახდი.- იმასაც ჰქონდა ჩემთვის სახელი.
ინტერესიანი, გონიერი გოგო, რომელსაც კომპლექსი არ ჰქონდა. თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი. დედამ ჩამაბარა და მითხრა-ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ.. ძალიან თბილია და შეჩვევა იცის, ვიცი რომ მიმიხედავთ!
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
მის მერე ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა. დედიკოს მეძახდა. პირველი ღრუბელიანი ბუზგალტერი რომ ვაჩუქე ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს!
ოპერაციის მერე დამირეკა- მტკივა და მომაკითხეო!!ყველაფერი მისი მიხაროდა. რამდენიმე დღის წინ მომწერა გულები გამომიგზავნა და მითხრა რომ ვენატრები!
კესუნა ძალიან მტკივა!.. რა ცხოველმა გაგიმეტა ასე ჩემო ღიმილიანო და თბილო გოგო!!
ძალიან მომენატრები!.. ყველასგან გამორჩეულო და ნიჭიერო ადამიანო!!“
21 წლის წინ სალონში შემოვიდა ლამაზი დედა-შვილი- გოგონა ჟღალი წითური თმებით მომღიმარი სახით და მე მიკითხეს! მაშინ…
Posted by Zizi Tatishvili on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2024