LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამ ღვთისმშობლის მფარველ კალთას შემაფარა შორეულ სტამბოლში… ყველაფერი კარგად ჩაივლის ვიცი…“ – ლიკა გაგნიძე, რომელიც მომდევნო ქიმიისთვის ემზადება, საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს

156
ლიკა გაგნიძე

ვიზაჟისტი ლიკა გაგნიძე, რომელიც სიმსივნეს მეორედ ებრძვის, სოციალურ ქსელში დედაზე ემოციურ სტატუსს წერს.

ლიკა, რომელიც მომდევნო ქიმიისთვის ემზადება საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს:

ვიდეო: „ხვალ მეოთხე ქიმიისათვის მივდივარ სტამბოლში, წარმატებები მისურვეთ, წინაზე ცუდად გავხდი და ბოლომდე ვერ შევძელი გადასხმა, ახლა მთელი ძალებით ვაიძულებ თავს რომ გავუძლო ბოლომდე“ – ლიკა გაგნიძე

„უდიდეს როლს ასრულებს დედა, რომ უფლის ღრმად მწამდეს და მჯეროდეს მისი შესაძლებლობების. თავად ვერ გამომყვა ამჯერად, მაგრამ მშვიდადაა, რადგან დედა ღვთისმშობლის მფარველ კალთას შემაფარა შორეულ სტამბოლში. მე კი ღრმად და მტკიცედ მჯერა, რომ მისი იმედები არ გაცრუვდება. თოკო კი ჩემი ძალა და მოტივაციაა, ასე რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის ვიცი“ – წერს ლიკა გაგნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები