LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწას 87-ით მეტი მილიარდერი ჰყავს 2021 წელთან შედარებით, მათ შორის 2 ქართველია

386
оо-1-1024x577

წინა წელთან შედარებით, მსოფლიოს წელს 87-ით მეტი მილიარდერი ჰყავს. ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური სია განაახლა და გამოაქვეყნა, სადაც 2668 აღიარებული მილიარდერი ფიქსირდება. მათგან 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი 4.8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 586-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, მას ჯერ მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარი აქვს და Forbes-ის სიაში 1579-ე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები