LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის უმაღლესი წერტილი კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა: ჩინეთი და ნეპალი ევერესტის ახალ სიმაღლეზე შეთანხმდნენ

171
ess

„მნიშვნელოვანი ეტაპი ალპინიზმის ისტორიაში, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს დებატებს სიმაღლეზე და მსოფლიოს საერთო უმაღლესი წერტილი ექნება“, – ნეპალის ალპინიზმის ასოციაციის პრეზიდენტი სანტა ბირ ლამა ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჩინეთისა და ნეპალის შეთანხმებას, რომელიც დღეს, ვიდეოკონფერენციით შედგა.

ევერესტის მთაზე ახალმა ოფიციალურმა სიმაღლემ დაასრულდა ამ საკითხზე უთანხმოება ორ ერს შორის.

ამ დრომდე, ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8 848 მეტრი მიიჩნეოდა. ახალი გაზომვებით კი ეს რიცხვი 86 სანტიმეტრით გაიზარდა.

ევერესტის სიმაღლე პირველად, 1856 წელს ბრიტანულმა გუნდმა დაასახელა და ის 8 842 მეტრი იყო.

თუმცა, ამ დრომდე მიღებული იყო 1954 წელს ინდოეთის კვლევის შედეგად დადგენილი 8 848 მეტრი.

მცირედ განსხვავებული იყო ჩინეთისა და ნეპალის მონაცემებიც, 2019 წელს მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი აზომვითი სამუშაოები ჩაეტარებინათ და სიმაღლეზე შეთანხმებულიყვნენ.

დღეს ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინიტრებმა ღილაკებს თითი ერთსა და იმავე დროს დააჭირეს და ეკრანზე ახალი სიმაღლე აისახა.

ახლა ორივე მხარე აცხადებს, რომ მზად არიან, დაიცვან ევერესტის გარემო და მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g