უკვე ნახევარი წელია, რაც ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან არ ურთიერთობს. სამაგიეროდ, ამ ოჯახური დრამის ფონზე, სიამოვნებით ატარებს დროს მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან და მის გავლენიან ოჯახის წევრებთან ერთად.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნიკოლამ სენ-ტროპეს სანაპიროზე, იახტაზე, მშობლებისთვის გრანდიოზული წვეულება მოაწყო.
ახალ ფოტოებში ნიკოლა 83 წლის მამასთან, მილიარდერ, ნელსონ პელტცთან და ძმასთან ერთად პოზირებს.
„მარადიული ზაფხული“, – ასე დაასათაურა ფოტოები დევიდ და ვიქტორია ბექჰემების რძალმა, სადაც მას ალისფერი კაბა ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კაბა მედიაში უკვე შერაცხეს „დედამთილზე გამარჯვებული რძლის“ „ლუქად“.
ბექჰემების რძალი გაშიშვლდა – ნიკოლა პელტცი მოგზაურობიდან ფოტოებს გვიზიარებს



