LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მერიას უკვე გადაეცა იმ ძირითადი ქუჩების ჩამონათვალი სადაც “მარშუტკები” ვეღარ იმოძრავებენ

3986
ყვითელი მიკროავტობუსები

კომპანია „სისტრამ“ დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა იმ ძირითადი ქუჩების ჩამონათვალი სადაც “მარშუტკები” ვეღარ იმოძრავებენ.

ამ ქუჩებს შორის არის: რუსთაველის, ჭავჭავაძის, რობაქიძის, წერეთლის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ.

„მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები – ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,“ – აცხადებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

მისივე თქმით, დაგეგმილია მიკროავტობუსების განახლებაც. კერძოდ, 2020 წლის ბოლომდე, ყვითელი მარშრუტკები სრულად იქნება განახლებული.

„მნიშვნელოვანია რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა,“ – აღნიშნავს მუმლაძე.

mazda magti 5g