LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

181
TBGR7756

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა.

ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g