LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია“ – შალვა ოგბაიძე

3960
ოგბაიძე

ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე ბორჯომში, ბოლო ზარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება. ოგბაიძე მშობლებს ურჩევს, არ უყიდონ მანქანა თინეიჯერ შვილებს.

„მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.

დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა.

მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას“ – წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, დღეს, ბორჯომში, “მწვანე მონასტრის” მიმდებარე ტერიტორიასთან, მდინარე მტკვარში გადავარდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ისინი “ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 17 წლის ბიჭი, სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.

ბორჯომში მსუბუქი ავტომანქანა მტკვარში გადავარდა – შემთხვევას მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები