LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედიკოები დამეთანხმებით, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით შვილის სიყვარულში, მათ ქებასა და დიდებაში, ძალიან ვამაყობ ირაკლის წარმატებით“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი შვილის შესახებ

351
მაგთი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მისი შვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მის წარმატებაზე წერს.

მისი თქმით, მისი შვილი ყოველდღიურად დიდი შრომითა და ენერგიით ასრულებს თავის მოვალეობებს.

როგორც ცისნამი საყვარლიშვილი აღნიშნავს, ამაყობს მისი მიღწევებით.

„დედიკოები დამეთანხმებით რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით შვილის სიყვარულში, მათ ქებასა და დიდებაში.

ძალიან ვამაყობ ირაკლის წარმატებით და როგორც ამერიკელები იტყვიან, “I’m a proud mom!”

ზუსტად ორი წლის 28 იანვარს პირველად შევიდა ამერიკულ სკოლაში და იმ დღიდან დედას ახარებს 92 – 100 ქულებით. “Honor Student”-ია ანუ მაგრად სწავლობს.

კალათბურთს თამაშობს სკოლის კალათბურთის გუნდში და პლიუს “თრეველ” გუნდს ეძახიან აქ, ცალკე სხვა გუნდში.

დილით ადრე რომ გადის სახლიდან საღამოთი გვიან შემოდის.

სკოლის მერე სკოლის კალათბურთის ვარჯიში აქვს ორი საათი, სკოლის კალათბურთის შემდეგ, მეორე კალათბურთის ვარჯიშები სამი საათი.

სახლში ღამის 9 საათზე შემოვდივართ. ჭამს, ისვენებს და ერთი საათი დავალებებს აკეთებს. ვგიჟდები ან რა ენერგია აქვს ამდენს რომ ასწრებს. თვითონ დაიმატა მეორე კალათბურთი, ჩემი იდეა არ გეგონოთ.

შაბათ დილით დაწყებითი სკოლის ბავშვებს ავარჯიშებს კალათბურთში 5 საათი და #Community #job -ში ეთვლება.

მერე თავის ვარჯიშზე მიდის. ყოველ კვირა დილას შუაგულ ლონგ-აილენდზე აქვს თამაშები.

ასეთი მოწადინებული და #hardworker -ია ჩემი ბიჭი.  მისი მთავარი გოლია – Duke University.

ზუსტად ვიცი რომ გამოუვა და ყველაფერს მიაღწევს.

სულ რომ არაფერი ჩემნაირი ჟილკიანია და 14 წლის ასაკში იცის უკვე რა უნდა ცხოვრებისგან.

მიყვარხარ დე.

დაგილოცავ მომავალს, წარმატებულ გზას და ბედნიერ ცხოვრებას.

ჩემი მზე ხარ ამომავალი!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

„შვილი გვერდით მყავდა და სულ დედ-მამაზე ვოცნებობდი, ახლა მამა მყავს გვერდით და შვილზე ვოცნებობ… ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ჩემთან ერთად დაბრუნება ამერიკაში, მაგრამ არ უშვებენ, გულს ვერ სტკენს გამზრდელ ბებიას, მისი მანიპულაციის მსხვერპლია“ – ცისნამი საყვარლიშვილი

„თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი, ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო, ცოლად არ გაჰყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა“ – ცისნამი საყვარლიშვილის შეხვედრა ბიოლოგიურ მამასთან და მიმართვა დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g