LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედის დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრებისგან და ბუნებისგან დაჩაგრულო დედა… მადლობა რომ ოჯახი მაჩუქე და ბავშვთა სახლში უპატრონოდ არ გავიზარდე… მე საკუთარი შვილი ვერ გამიზრდია და შენ სხვისი შვილი გაზარდე. ყოჩაღ!“ – ცისნამი საყვარლიშვილი

591
ცისნამი საყვარლიშვილი

„დედის დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრებისგან და ბუნებისგან დაჩაგრულო დედა. შენ რომ კარგი თვალები გქონდეს, უფრო მეტად გაიხარებდი და იბედნიერებდი. მადლობა რომ ის მოახერხე რაც მე ვერ შევძელი. მე საკუთარი შვილი ვერ გამიზრდია და შენ სხვისი შვილი გაზარდე. ყოჩაღ რომ ეს გამოგივიდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი წერს.

„დღეს ჩემი გამზრდელი დედიკოს დაბადების დღეა. უსინათლო ქალის, რომელმაც სხვისი გადაგდებული შვილი ისე გაზარდა, როგორც საკუთარი“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მილოცვა დედას

„მადლიერი ვარ.

მინდა რომ დიდხანს იყო, ჯანმრთელი და გახარებული.

მიყვარხარ დედა!

მადლობა რომ ოჯახი მაჩუქე და ბავშვთა სახლში უპატრონოდ არ გავიზარდე.

მადლობა რომ რაც შეძელი ის მომეცი.

მადლობა რომ მეზობელი სოფლიდან, ( კალაურიდან ) ჩემთვის წიგნები მოგქონდა.

მადლობა რომ ხელს მიწყობდი, მე კარგად მესწავლა.

მადლობა რომ ადამიანების სიყვარული მასწავლე.

მადლობა რომ მიმითითე, ცხოვრებაში არასდროს არავინ არ უნდა დავცინო.

მადლობა რომ სისუფთავე შემაყვარე. უსინათლო ქალი, ძლივს ხედავდი, მაგრამ მაინც სულ დაწკრიალებული და სუფთა გქონდა ყველაფერი.

მადლობა რომ ასეთი გულღია გამზარდე.

მადლობა რომ მითხარი, მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერი გამომივა.

მადლობა რომ სხვისი შვილი შემიყვარე და მიმიღე. ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია, ეს როგორ შეძელით ორმა უსინათლო ადამიანმა?

მადლობა რომ დღესაც შეგიძლია ჩემი გაღიმება, შენი სასაცილო ისტორიებით.

და ბოლოს, მადლობა რომ დედაჩემი ხარ და ჩემი არსებობა არ გიტყდება.

მიყვარხარ!

მახსოვს, ბავშვობაში ამ დღეს გულის ფანცქალით ველოდი, რომ შენთვის სოფლის ორღობეში ამოსული იები დამეკრიფა და მომერთმია.

მიყვარხარ დედა!

ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!

ღმერთმა მეც ბედნიერი დედა მამყოფოს.

ამინ! 🙏 ❤️ ❤️ ❤️“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g