კაია გერბერი მოდელის კარიერას აქტიურად განაგრძობს. ცოტა ხნის წინ გოგონა მოდის კვირეულზე გავიდა, ახლა კი ახალი სარეკლამო კამპანიის გმირი გახდა. სინდი კროუფორდის ქალიშვილი ფილიპინური ბრენდ Penshoppe-ისთვის, 90-იანი წლების სტილში გადაიღეს.
კაია ფოტოებზე „საკუთარი დედის გაუმჯობესებულ ვერსიას“ წარმოადგენს“ – სწორედ ასე „მონათლეს“ მოდელის თაყვანისმცემლებმა კაიას ფოტოები.
კაიას მაღალწელიანი ჯინსი და ტოპი აცვია, თმა შეკრული აქვს, მაკიაჟში კი აქცენტი მხოლოდ თვალებზეა გაკეთებული.
ოდესღაც სინდიც ასეთი ფოტოსესიებით იწყობდა კარიერას, ახლა მისი ქალიშვილის ჯერია.