სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შეუწყნარებლობის მოტივით და მოკვლის მიზნით, დედას ორლულიანი თოფით სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
დაზარალებულის გადარჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შედეგად მოხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა.
განცხადება ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა:
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 იანვარს, სენაკში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.