LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედისგან თავის დასაცავად ხელი აიფარა სახეზე”-“ფეისბუზე”შემზარავ ამბებს ჰყვებიან

119

ბავშვებზე ძალადობის ფაქტები სოციალურ ქსელებში ყოველთვის ძალიან რეზონანსულია, ამჯერად კი პრობლემა “იმედის” პირდაპირ ეთერში, ბავშვის ყურის გახვრეტის შემდეგ კვლავ მწვავედ დადგა.

“ფეისბუქის” მომხმარებელი ნათია ჯანაშია წერს რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო.

“გასულ კვირას ერთ-ერთ კაფეში ჩემს გვერდით მაგიდასთან მჯდარ სამი-ოთხი წლის ბიჭუნას ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქაზე რომ ხელი გაეკრა, სახეზე ინსტიქტურად აიფარა ხელები. არა იმის გამოსახატავად, ეს რა დამემართაო, არამედ დედისგან თავის დასაცავად, თუმცა გააფთრებულმა დედამ ძალით ჩამოაღებინა ხელები და ისე მაგრად თხლიშა სახეში, ერთხელ, მეორედ, მესამედ…(მეტი ვეღარ მოასწრო) გული დამეთუთქა.

რამდენიმე თვის წინ პეკინზე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი-სამი წლის გოგონასთან ერთად შემოსულმა დედამ იმდენ ხანს იტრიალა სარკის წინ, იმდენჯერ შებრუნდა გასახდელში, ამ პატარა გოგონას მოსწყინდა ლოდინი, დაადო თავი და ქუჩაში გამოვიდა. ვერავინ შეამჩნია, მე გავყევი და მალევე დავბრუნდით მაღაზიაში, სადაც ძლივს გამოვგლიჯე დედამისს ხელიდან. მარტო თმებს კი არ აწიწკნიდა, საშინელი სიტყვებით ლანძღავდა. (როგორიცაა, მაგალითად, “დებილო”, “გამოშტერებულო”, “სად მიეთრეოდი მარტო” და ა.შ.)

შარშან, როცა სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობა გავაპროტესტე, მშობლების გარკვეულმა ნაწილმა დაიცვა მასწავლებელი, “მე ორს ვერ ვუძლებ და 27 როგორი გასაძლებიაო”, “ადამიანია და ნერვები აქვსო”, “თმა მოწიწკნა, ხომ არ უცემიაო”… იგივე მშობლები მეც ბევრჯერ დამინახავს როგორ ძალადობენ თავიანთ შვილებზე.

ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების დერეფანში მშობელს რომ ვთხოვე, ეს დახურული სივრცეა და სიგარეტს ნუ მოწევთ, ბავშვებმა ეს ჰაერი უნდა ისუნთქონ-მეთქი, მწყობრიდან გამოვიდა, შენ ვინ გეკითხება სად მოვწევო. (შუახნის მამაკაცი იყო)

გვერდით მდგომი ქალი გამოექომაგა, რა მოხდა მერე თუ მოწია, სახლში არ ეწევითო? – მე მისაყვედურა.
საფერფლეც კი არა მაქვს-მეთქი, – ვუპასუხე.
მე კი ბევრი საფერფლე მაქვსო – და მეორე ღერს მოუკიდა.

სკვერში ბავშვებთან ერთად ვარ, გვერდითა კორპუსის აივნიდან კი მამა პატარა გოგონას ეძახის: “ელენე, ამოდი-მეთქი სახლში შენი პატრონი დედა მოვ**ან.”

ტაქსში ვჯდები ბავშვებით და საცობში გაჭედილი მძღოლი ნერვიულად უკიდებს სიგარეტს.

ჩემი მეზობელი თავისი კლასელის ფოტოს დებს, რომელიც მთელი გაკვეთილი ფეხზე დგას, რადგან დაიგვიანა და დაისაჯა.

მასწავლებელი ზედმეტსახელით მიმართავს მოსწავლეს მთელი კლასის თანდასწრებით, რაც ამ ბავშვის ფიზიკურ ნაკლს უსვამს ხაზს.

დედები პირდაპირ ეთერში ყურებს უხვრეტენ თავიანთ ჩვილებს პატარა ძმების თვალწინ, რადგან მათ მოსწონთ საყურეებიანი პატარა გოგონები და მერე რა თუ მამებმა ეს არ იციან და ეთერით გაიგებენ.

შეშლილების ქვეყანაში ვცხოვრობთ.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g