ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯემი ლი კერტისტმა 5,2 მილიონ „ისტაგრამ“ გამომწერს 27 წლის შვილის, რუბის ფოტო გაუზიარა. ფოტოს თან ემოციური სიტყვები ერთვის.
„სიყვარული, სიყვარულია. დედობრივი სიყვარული განსჯას არ ცნობს. როგორც დედა, მე ჩემი შვილების მიმართ სავსებით სოლიდარული ვარ. ისინი ისეთები არიან, როგორებიც სურთ, რომ იყვნენ თავიანთი ცნობიერით, სხეულით და იდეებით“, – წერს მსახიობი.
ცნობისთვის, რუბიმ სქესი 2020 წელს შეიცვალა. ის დედასთან ერთად წითელ ხალიჩაზე პირველად გასულ წელს გამოჩნდა. აქამდე მისი პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
ჯემი ლი კერტისი ტრანსგენდერ ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა