მედია მუდამ ადევნებს თვალს სამეფო ოჯახის ცხოვრებას, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე ცნობისმოყვარე გამოცემებისთვისაც კი რჩებიან დამალულები. ასეთია კამილა პარკერ-ბოულზის ქერათმიანი ქალიშვილი, ლორა ლოპესი. ის გახლავთ ენდრიუ პარკერ-ბოულზისა და კამილა პარკერ-ბოულზის შვილი. ლორა იშვიათად ჩნდება მედიასთან, ის პროფესიით ჟურნალისტია და წლებია გამოცემა „დეილი მეილისთვის“ სტატიებს წერდა.
ლორა ლოპესი სულ რამდენჯერმე გამოჩნდა სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მათ შორის კამილასა და მეფე ჩარლზის ქორწილზე, ასევე ესწრებოდა ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ქორწილის ცერემონიას.
ლორა დაქორწინებულია გარი ლოპესზე, რომლის გვარსაც ატარებს, მეუღლეებს სამი შვილი ჰყავთ.
მეფე ჩარლზის კორონაციაზე კამილა პარკერ-ბოულზსს დედოფლის საკულტო ტიარა არ ეკეთება