პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ხვალინდელი ქორწილისთვის მედიასთან ერთად სამეფო ოჯახიც აქტიურად ემზადება. უინძორის სასახლეში გამართული ქორწილის გენერალური რეპეტიცია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრმა გაიარა. იმის გამო, რომ უინძორის სასახლეში ფოტოგრაფებს დღეს არ უშვებენ, სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გადაღება კენსინგტონის სასახალიდან მოხერხდა. სწორედ კენსინგტონის სასახლის დატოვებისას გადაიღეს პაპარაცებმა დედოფალი ელისაბედი, ქეით მიდლტონი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი, ასევე პრინცი უილიამი.
ოჯახმა სრული შემადგენლობით უინძორის სასახლეში გადაინაცვლა. ცოტა უფრო ადრე სასახლის ტერიტორიაზე თავად პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც გამოჩნდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ქეით მიდლტლონი მშობიარობის შემდეგ ხვალ პირველად სწორედ ქორწილზე გამოჩნდება.




