LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა 6 წლის გოგონას წერილს უპასუხა

107

დედოფალმა ელისაბედ მეორემ ცოტა ხნის წინ 6 წლის გოგონასგან წერილი მიიღო. მელისა პოლი დედოფალს ულოცავს, რომ მისი მმართველობა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. ამასთან, მწუხარებას გამოთქვამს, რომ ვერ მოახერხა ბუკინგემის სასახლის მონახულება ზაფხულში, როცა ოჯახის წევრებთან ერთად ლონდონში იმყოფებოდა.
წერილის ბოლოს კი გოგონა თხოვს დედოფალს, მას დაბადების დღეზე ესტუმროს.
წერილმა, როგორც ჩანს დედოფლის აღფრთოვანება გამოიწვია – მან დაავალა საკუთარ თანაშემწეს, მელისასთვის საპასუხო წერილი გაეგზავნა. ცოტა ხანში გოგონამ ბუკინგემის სასახლიდან ტიტულიან ფურცელზე დაწერილი წერილი მიიღო, სადაც ეწერა :

„ძვირფასო მელისა, დედოფალმა დამავალა, შენთვის მეპასუხა და საუკეთესო სურვილებისთვის მადლობა გადამეხადა. დედოფალი წუხს, რომ ვერ მოახერხე ბუკინგემის სასახლის მონახულება და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს აუცილებლად შეძლებ სურვილის ასრულებას.

იმის მიუხედავად, რომ ელისაბედ II ვერ შეძლებს შენს დაბადების დღეზე დასწრებას, იმედოვნებს, რომ წვეულებაზე არაჩვეულებრივად გაერთობი მეგობრებთან ერთად,“ – წერს დედოფლის თანაშემწე.

პატარა მელისა წერილის მიღებამ ძალიან გაახარა და ბუკინგემის სასახლიდან მიღებული გერბიანი ფურცელი მთელ სამეგობროს აჩვენა.

„მელისა აღფრთოვანებული იყო მიღებული წერილით, თუმცა ოდნავ იმედგაცრუებული დარჩა, რომ დედოფალი მის დაბადების დღეს არ გვეწვევა,“ – განაცხადა ბავშვის ბებიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g