ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ 90 წლის ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი მშვენიერ ფორმაშია. ბრიტანელი მონარქი შოტლანდიაში, ბალმორის რეზიდენციაში გამოჩნდა. ის თავად მართავდა ავტომობილს და გვერდს ქეით მიდლტონი უმშვენებდა. ეს ის იშვიათი ფოტოა, როცა ბრიტანეთის დედოფალსა და ქეით მიდლტონს ერთად, ოჯახურ გარემოში ვხედავთ.
დედოფალი ელისაბედი და ქეით მიდლტონი პიკნიკზე მიემგზავრებოდნენ, სადაც მათ პრინცი უილიამი ელოდა. ფოტოებზე ჩანს, რომ 90 წლის მონარქს მიდლტონთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. აქვე, მედია წერს, რომ ასაკის მიუხედავად, ელისაბედი Range Rover-ის მარკის ავტომობილს ძალიან კარგად მართავდა.