LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიმართ მხარდაჭერა ბროშით გამოხატა (ფოტო)

3454
mgnqeenelzbt

დედოფალი ელისაბეტი პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში წირვაზე ისე გამოჩნდა, თითქოს სამეფო ოჯახი სკანდალის ეპიცენტრში არ იმყოფებოდეს. მეტიც, 93 წლის მონარქმა ჩვეული ჟესტით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საყვარელი შვილიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ ფიფქის ფორმის ბროში, რომელიც მონარქს ცისფერ პალტოზე ჰქონდა დატანილი. ეს სამკაული 2017 წელს დედოფალს კანადელმა გენერალ-გუბერნატომა აჩუქა. კანადური კულტურისადმი მხარდაჭერით, დედოფალმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ჰარისა და მეგანის კანადაში გადასახლების სურვილს.

ზოგადად, დედოფალი ცნობილია თავისი მტკიცე ხასიათით და ის პუბლიკის წინაშე ემოცებს არასოდეს გამოხატავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g