LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა ტერაქტის დროს დაჭრილები მოინახულა და უთხრა, რომ არიანა გრანდე ძალიან მოსწონს

160

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულები ბავშვთა საავადმყოფოში მოინახულა.

“ინდეფენდენთის” ცნობით, დედოფალმა ერთ-ერთ დაჭრილს უთხრა, რომ არიანა გრანდე ძალიან კარგი მომღერალია. 14 წლის ივი მილსთან საუბრისას ელისაბედმა აღნიშნა, რომ გრანდეს მუსიკა “ძალიან, ძალიან კარგი მოსასმენია”.

ამასთან, დედოფალმა ივის მშობლებს განუცხადა, რომ ტერაქტის შემდეგ “ყველა შეძრულია, ყველა გაერთიანდა”.

დედოფალმა მადლობა გადაუხადა მედპერსონალსაც „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქების შემდეგ გაწეული შრომისთვის.

ექიმები მძიმე ჭრილობების მქონე რამდენიმე ადამიანის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

კლინიკაში, რომელსაც ელისაბედ მეორე ესტუმრა, ტერაქტის შემდეგ 16 წლამდე ასაკის 12 ბავშვი მიიყვანეს. 2 დღის წინ სამედიცინო დაწესებულებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეიც სტუმრობდა.

ბოლო მონაცემებით, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათგან 12 ბავშვია. 75 ადამიანი საავადმყოფოებში არის მოთავსებული, 23 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g