დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის მიდამოში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა , თბილისში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.