LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში 68 წლის კაცი გველმა დაკბინა

1643
გველი

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორნაბუჯში გველმა 68 წლის კაცი დაკბინა.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი გველმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგესლა.

ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს უკვე გაუკეთდა ანტიგიურზინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g