LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყის მიმდებარედ ცეცხლს მიზანმიმართულად აჩენდა“ – დედოფლისწყაროს რაიონში ახალგაზრდა კაცი 500 ლარით დააჯარიმეს

121
Untitled design (1)

პირი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დააჯარიმეს – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა ხანძრის კერა პატრულირების დროს დააფიქსირეს.

„ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას.

ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად – 500 ლარით დაჯარიმდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა,…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 04 მარტი, 2024

ფოტო სლაიდზე: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არქივიდან

პოპულალურები