ფრანგულმა მუსიკალურმა სტრიმინგ სერვისმა – Deezer, 2025 შეაჯამა.
პლატფორმამ მომხმარებლებზე დაყრდნობით, წლის ყველაზე სტრიმვადი არტისტები, ალბომები და სიმღერები გამოვლინა.
,,წლის ყველაზე სტრიმვად არტისტად” ლედი გაგა, ,,წლის ყველაზე სტრიმვად ალბომად” ბედ ბანის Debí Tirar Más Fotos, ხოლო ,,წლის ყველაზე სტრიმვად სიმღერად” როზესა და ბრუნო მარსის Apt. დასახელდა.
მუსიკალურ ჟანრებს შორის, წელს ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპი იყო.
Deezer ფრანგული მუსიკალური სტრიმინგის სერვისი და მედია სერვისის პროვაიდერია, რომელიც დაარსდა 2007 წელს და მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას მუსიკალური ტრეკების, პოდკასტებისა და რადიოსადგურების უზარმაზარ ბიბლიოთეკაზე.