როზე LACMA Art+Film Gala-ზე იმღერებს – საღამოზე პატივს დენი ვილნევსა და ვია ცელმინსს მიაგებენ
ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმის (LACMA) ინფორმაციით, ყოველწლიურ საქველმოქმედო საღამოზე - Art+Film Gala სპეციალური მუსიკალური ნომრით, როზე წარდგება. Blackpink-ის წევრი და სოლო არტისტი, ღონისძიებაზე 2022 და 2023 წლებში, სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.