LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როზე LACMA Art+Film Gala-ზე იმღერებს – საღამოზე პატივს დენი ვილნევსა და ვია ცელმინსს მიაგებენ

151
photo-collage.png - 2026-10-14T174437.472

ლოს-ანჯელესის ოლქის ხელოვნების მუზეუმის (LACMA) ინფორმაციით, ყოველწლიურ საქველმოქმედო საღამოზე – Art+Film Gala სპეციალური მუსიკალური ნომრით, როზე წარდგება. Blackpink-ის წევრი და სოლო არტისტი ღონისძიებაზე 2022 და 2023 წლებში, სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

კულტურული კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, 7 ნოემბერს გაიმართება.

წლევანდელი საღამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ორ გამოჩენილ ხელოვანს – ლეგენდარულ ვიზუალურ არტისტს, ვია ცელმინსსა და ცნობილ კინორეჟისორს, დენი ვილნევს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებსა და კინოპროექტების მხარდაჭერას.

საღამოს ტრადიციულად თანათავმჯდომარეობენ LACMA-ს რწმუნებული, ევა ჩოუ და ოსკაროსანი მსახიობი, ლეონარდო დიკაპრიო, რომლებიც წლებია ამ მასშტაბურ პროექტს უძღვებიან.

გალას მთავარი წარმდგენია მოდის სახლი – Gucci, ხოლო სატრანსპორტო მხარდაჭერას კომპანია – Audi უზრუნველყოფს.

ღონისძიებაზე ჰოლივუდის, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ასობით წამყვან ფიგურას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები