LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: „პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ, მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ.. სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს“

170
368290510_231834913179743_965126971808895453_n

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.

ელჩი ასევე გამოეხმაურა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ნათქვამს პირადად არ იღებს“.

ვიდეო: „თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე რომ goodbye my darling“ – ზარქუა აშშ-ის ელჩს

კობახიძე: ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს.. შსს-ს დამსახურებაა, რომ 8 ივლისს არცერთი ადამიანი არ დაზიანებულა

კელი დეგნანი: „არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას, აქ ვართ 30 წელზე მეტია და არსად წასვლას არ ვაპირებთ“

„ვეხმარებით საქართველოს, რომ ევროპის გზაზე პროგრესის გზა განაგრძოს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ამ გზის ერთგულია. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე მომავალშიც პროგრესი იქნება. მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები უკვე გაკეთებულია.

მრავალ სამინისტროსთან და ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირის და ნატოს წევრობის დასაკმაყოფილებლად.

გვსურს, რომ საქართველოს ამ მისწრაფებაში წარმატება ჰქონდეს. ზუსტად ამიტომ ვთანამშრომლობთ ათწლეულების განმავლობაში ასე მჭიდროდ საქართველოსთან. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ერთგულები ვართ საქართველოს წარმატების.

პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ.

კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა გაწერილია, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და მიჰყვებიან ინკლუზიურ პროცესს, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ სულ მცირე გადავიდნენ შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა.

ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს, ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის.

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.

ქართველები შეჩვეულები არიან ამ პრორუსულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, ხორციელდებოდა მრავალი წლის, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს, ისინი არ შემხვედრიან და მე ნამდვილად პირადულად ვერ მივიღებ.

თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქართველები დააბნიონ, ვინც ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება გაყონ ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ.

საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის, ჩემი აზრით და იმედი მაქვს, რომ მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშის მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – თქვა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები – დასაკარგი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g