„სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი მთავრობა და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება.
„სერიოზული მდგომარეობაა, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, ეს არის შეშფოთების საგანი.
ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მას აღმოუჩინონ ის საჭირო დახმარება, რაც სჭირდება, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა, თუ რა დიაგნოზია და ამის შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა.
ეს არის ის, რაზედაც ყველა ჩვენგანი ვფოკუსირდებით – პირველ რიგში, რომ გვესმოდეს, რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება და შემდეგ, იმაზე, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე:
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი