უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. ის ფაქტიც, რომ 21 საუკუნეში ჯერ კიდევ გვიწევს ევროპაში ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამარცხვინოა.
მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი! უკრაინამ გამოსავლები შესთავაზა. მოვუწოდებ მსოფლიოს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენაში და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა,“ – წერს ზელენსკი.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას მიხეილ სააკაშვილთან” – უკრაინის ომბუდსმენი
ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი